ცნობილი ხდება ვენეციის კომისიისა და ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი დასკვნა, სადაც საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტია შეფასებული. აღნიშნულია, რომ მიუხედავად საარჩევნო რეფორმაში დადებითი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება შეშფოთებას იწვევს, ზოგი რეკომენდაცია არ იყო ადეკვატურად განხილული, ზოგი საკითხი კი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას. საერთაშორისო პარტნიორების დასკვნას უკვე გამოეხმაურნენ ქართველი დეპუტატები.