რუსეთში, კურსკის ოლქში მდებარე აეროდრომს დრონებით თავს დაესხნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, რომან სტაროვოიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დრონის თავდასხმის შედეგად კურსკის აეროდრომის ტერიტორიაზე ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ“, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელებმა რუსეთის რიაზანისა და სარატოვის ოლქებში მდებარე აეროდრომებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 4 სამხედრო მოსამსახურე.