ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ღვინის ბარ "საამურის" ორგანიზებით ბერლინში, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, 10 მცირე მარნის ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, ღვინოსთან ერთად, წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო და ჩატარდა ლექცია-სემინარი ქართული ღვინის 8000 წლიანი ტრადიციის შესახებ.