აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ჟურნალ "სითის" ერთობლივი პროექტის "მე აფხაზეთისთვის" მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის ნომინანტებს სპეციალური პრიზები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და პროექტის ავტორებმა გადასცეს.
პროექტი უკვე მესამე წელია იმართება და მიზნად ისახავს გააცნოს საზოგადოებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან. კონკურსის შედეგად შეირჩა საუკეთესო და საინტერესო ისტორიის მქონე ათი გმირი, რომლებზეც მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი და დაიწერება მცირე ისტორიები.