უკრაინისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებმა, ოლექსი რეზნიკოვმა და ლოიდ ოსტინმა ტელეფონით ისაუბრეს, - ამის შესახებ ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს.
მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბროს დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად საჭირო შემდგომი ქმედებები განიხილეს.
„რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გამართული სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად შემდგომი ნაბიჯები განვიხილეთ“, - წერს რეზნიკოვი.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა 5 დეკემბერს უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების გასროლილი 70 რაკეტიდან 60-ზე მეტი ჩამოაგდეს.