გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" თანამშრომლობით მოზარდებისთვის კომიქსი "უჩინარი" დაიწერა. აღნიშნული კომიქსი კამპანიის "ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია" გაეროს მოსახლეობის ფონდის ფარგლებში შეიქმნა.
"უჩინარის" ერთ-ერთი ავტორის მართა ურუშაძის თქმით, მოთხრობილია ამბავი გოგონაზე, რომელიც სირთულეებს არ უშინდება. მთავარი გმირი უთანასწორო გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაბიჯებით ცდილობს.