"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც 2008 წლის ომზე ბინძურად სპეკულირებს. ხაბეიშვილის განმარტებით, უკვე 10 წელია ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ყოფს და აპირისპირებს . ხაბეიშვილმა უკრაინაში გარდაცვლილ ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა