სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის წევრი დღეს ვივა მედში კიდევ ერთხელ იმყოფებოდა. გიორგი გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს გაესაუბრა. მისი განმარტებით, კლინიკის ექიმები გრძნობენ პასუხისმგებლობას და ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოქტომბრის შემდეგ გაუარესებულია, რაც სტრესთანაა დაკავშირებული.