უკრაინის რეგიონების უმეტეს ნაწილში რუსული რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს განცხადებით, რუსებმა რაკეტები ისროლეს,
„ვთხოვ ოლქის მოსახლეობას, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმა და სასწრაფოდ გადავიდნენ თავშესაფარში“, - აცხადებს მარჩენკო.
მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ინფორმაციით, ჰაერში მტრის ფრთოსანი რაკეტები შენიშნეს.
ამასთან, პოლტავას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლუნინმა განაცხადა, რომ ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.