ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა დაასრულა. სანქციების სია, რომელშიც 180-მდე დასახელებაა, მიმართულია ბანკების, მედიასაშუალებების და ტექნოლოგიების წინააღმდეგ. სანქციების მეცხრე პაკეტი 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდება.