კომუნიკაციების კომისიამ 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერია "გამარჯობა რუბი" თბილისის 150-ე საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა.
„თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ - ამ წიგნებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს ისწავლიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში, „გამარჯობა რუბი“ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოდ 2019 წლიდან შევიდა.