მაია სანდუ - ღრმად ვარ შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით - სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად - Palitra News

მაია სანდუ - ღრმად ვარ შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით - სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად

2022-12-05 09:09:01+04:00

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში. ამის შესხებ სანდუმ "ტვიტერზე" დაწერა.

„ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, - აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი.