საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის ბისო-შატილის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აოკრძალა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა აიკრძალა გოდერძის უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთზეც.