საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს . ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.