უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია. ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, ავთო რურუა, რომეო ფირჩახია და მერაბ ალადაშვილი რუსულ არმიასთან შეტაკებების დრო ქალაქ ბახმუტთაn დაიღუპნენ. უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველი ჯარისკაცების ინფორმაციით, დაღუპული ქართველები ბრძოლის წინა ხაზზე 10 საათის განმავლობაში იბრძოდნენ და მტერს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ. ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.