„ქართული ოცნების" ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.
ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით გამომსვლელებმა მიმართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა და ახლა მთავარი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გადარჩენაა.
სიტყვით გამომსვლელებმა საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესისთვის მომზადებისკენ მოუწოდეს, როცა ის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ჩაინიშნება.
"თავისუფლება მიშას" - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელობით ორბელიანის მოედნიდან მივიდნენ. ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, სხვადასხვა პოლიტიკოსები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.