Sony-სა და Honda-ს თვითმართვად ავტომობილში, რომელზეც კომპანიები მიმდინარე წლის მარტიდან მუშაობენ, შესაძლოა, ვიდეოთამაშების კონსოლი, PlayStation 5-ი იყოს ჩაშენებული, - ამის შესახებ Sony-სა და Honda-ს ერთობლივი საწარმოს პრეზიდენტმა, იზუმი კავანიშიმ Financial Times-თან საუბრისას განაცხადა.
როგორც ირკვევა, სათამაშო კონსოლი ერთ-ერთი ის ფუნქციონალია, რომლითაც იაპონური კონსორციუმი ამერიკულ გიგანტთან, Tesla-სთან კონკურირებას გეგმავს.