ანტრეპრენერმა, მილიარდერმა და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა გასულ წელს განაცხადა, რომ მომავალში ყველაზე მოთხოვნადი მეცნიერების, ინჟინერიისა და ეკონომიკის მცოდნე ადამიანები იქნებიან.
ბილ გეიტსმა ეს დასკვნა საკუთარივე შეგროვებული მონაცემების/გამოცდილების საფუძველზე გამოიტანა. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ხშირად თანამშრომლობს წამყვან გამომგონებლებთან, კითხულობს წიგნებს საზოგადოების მომავლის შესახებ და მხარს უჭერს საზოგადოების წინსვლის ინიციატივებს — ის კარგად იცნობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ბაზარს.
გეიტსმა დენიელ როთს, LinkedIn-ის აღმასრულებელ რედაქტორს, განუცხადა, რომ ამ სფეროებში გარკვეული ადამიანები იქნებოდნენ "ცვლილების აგენტები ყველა ინსტიტუტისთვის".
"მომავლის ბევრი პროფესიისთვის მეცნიერების, მათემატიკისა და ეკონომიკის საბაზისო ცოდნა ძალიან მოთხოვნადი იქნება", — აღნიშნა მან.არაა აუცილებელი, კოდირების ან პერიოდული ცხრილის ექსპერტი იყოთ, თუმცა მათ მსგავსად აზროვნების უნარი ძალიან დაგეხმარებათ.
"აუცილებელი არ არის, კოდს წერდეთ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ინჟინრებს", — დასძინა მან.ამდენად, თუკი პროფესიას ახლა ირჩევთ ან მის შეცვლას აპირებთ, ვფიქრობთ, ბილ გეიტსის რჩევები, სულ მცირე, დაგეხმარებათ იმაში, რომ დაინახოთ, რომელი სფეროები იქნება ყველაზე მოთხოვნადი მომავალში და სად შეგიძლიათ, გამოცადოთ საკუთარი თავი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.