საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე ეუთო ვრცელ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხიც მოხვდა. ეუთო გმობს ყველა ე.წ.ლ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტარდება. ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის გამო და 2008 წლის ომის დროს, რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, მოსკოვს საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას ურჩევს. ეუთო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო.