სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და ნაქირავები ბინების ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები. მათ შორისაა მართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დიპლომი და სხვა სახის დოკუმენტები. პარალელურად, მიმდინარეობს სხვა პირთა მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.