ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ეკონომიკური შესაძლებლობები, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ელოდება- ამ თემებზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბრატისლავაში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრები “ალდეს” მმართველი კოალიციის შემადგენელ პარტიებთან მიმდინარეობს. ბრატისლავაში “ალდეს” გენერალური შეკრებაც გაიმართება, რომელზეც “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ მომზადებული რეზოლუცია გავა. საბოლოო გადაწყვეტილება და რეზოლუციის ტექსტი, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.