ვინ გახდება სახალხო დამცველი - ომბუდსმენის შერჩევის პროცესი პარლამენტში თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა კონსულტაციები საკითხზე ამ დრომდე არ დაწყებულა. ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი, იაგო ხვიჩია პალიტრანიუსის ეთერის საშუალებით კოლეგებს საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ხვიჩია ამბობს, რომ ის კანდიდატებს შორის საუკეთესოა. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ისინი ხაზს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების აუცილებლობას უსვავენ და აღნიშნავენ, რომ მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ დამოუკიდებელ კანდიდატებს დაუჭერენ.