მზადება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციისთვის - „ქართული ოცნების“ ოფისთან დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი საპროტესტო აქციას გამართვას. ლევან ხაბეიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა და მისი სასჯელისგან გათავისუფლება იქნება. დაანონსებულ შეკრებას უერთდება პარტიის ლიდერების ნაწილი, თუმცა შეუერთდება თუ არა თანამოაზრეებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ეს ამ დრომდე უცნობია. სააკაშვილის მხარდასაჭერად მმართველი პარტიის ოფისთან მისვლას დღეს ექიმებიც აპირებენ.