საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის, როგორც ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საკუთარ გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, სამშვიდობო პოლიტიკაზე და ეუთოს როლზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უზრუნველყოფაში.