მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველების მოთხოვნაა პირველი სასამართლო პროცესი სწრაფად წარიმართოს. ბოლო ინფორმაციით, ვივა მედის კლინიკაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ექსპრეზიდენტს ტოქსიკოლოგიურ კვლევას ჩაუტარებენ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიმდინარე პროცესი კვლავ მთავარი განხილვის საკითხია პოლიტიკურ სპექტრში. ჩვენი გადამღები ჯგუფი ვივა მედში იმყოფება და საკითხზე ვრცელი ინფორმაციით მოგვიანებით ნინი გოგიშვილი შემოგვიერთდება.