პოლონეთი ეუთო-ს 29-ე მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტრების შეხვედრა ქალაქ ლოძში მიმდინარეობს, განხილვის მთავარი თემა კი რეგიონში არსებული უსაფრთხოებაა. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოც. სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და საქართველოში რუსული აგრესიის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.