მილუოკის ბაქსიდან ვისკონსინ ჰერდში განათხოვრებულმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს G ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ვისკონსინელები გრანდ რაპიდ გოლდს სტუმრობდნენ და წინა დღეს განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს 23 წლის ქართველი ფორვარდი კი შეუჩერებელი იყო.
მამუკელაშვილი ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 35 წუთში 32 ქულა, 14 მოხსნა 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. სანდრომ 17-დან 11 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო
ამგვარად, მამუკელაშვილს G ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 7 მატჩი მოუგროვდა და შთამბეჭდავი საშუალო სტატისტიკა გააჩნია: 31 წუთი, 20 ქულა და 10 მოხსნა.