ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნების საკითხზე სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. თუმცა შეთანხმება, თუ რომელი პლატფორმით უნდა ჩატარდეს ხმის მიცემის პროცედურა, მიღწეული არ არის. საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო მომავალ კვირას დაამტკიცებს.