პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევით“ მოგვარების მიზნით, ბრალდებულებიდან ორმა “ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა,ხოლო სამი ბრალდებული ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, მოდავე მხარეებს შორის ,,ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, მათ შორის ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ მოდავე პირს კონკრეტული თანხის გადახდა მოსთხოვეს. სამ ბრალდებულს 7-დან 10 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო ორ პირს 3-დან 7 წლამდე. საქმეზე გამოძიება გრძელდება.