სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულების, აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის პროცესი გადაიდო. ერთ-ერთი მსჯავრდებული, ჭელიძე პროცესს დისტანციურად უნდა დასწრებოდა, თუმცა ეს ტექნიკურად ვერ მოხერხდა. ამასთან, მედიასთან კომენტარი მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზო ომიაძემ გააკეთა.