საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ფიქრეთ მამედოვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს, აგრეთვე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტს საქართველოში და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გამორჩეული ურთიერთობის კიდევ ერთი დასტურია და ორი ქვეყნის თანამშრომლობას დამატებით იმპულსს შესძენს. ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტის მოგვარებაში დიალოგის მნიშვნელობას.