საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს უსმენენ. ოპოზიციონერი დეპუტატები ჩხენკელისთვის მწვავე კითხვების დასმას აპირებენ. დავით უსუფაშვილის თქმით, სურს განათლების მინისტრისგან მიიღოს პასუხი კითხვაზე- რატომაა საქართველო განათლების დონის მხრივ ისევ საგრძნობლად უკან და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მდგომარეობის გამოსასწორებლად. ოპოზიციის კითხვების ნაწილი რუსულენოვანი სკოლების რიცხვსა და სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხსაც შეეხება.