უკრაინას 4 დეკემბერს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ ტურკი ოთხდღიანი ოფიციალურ ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი კომისარი კიევს, ხარკოვს, იზიუმსა და უჟგოროდს მოინახულებს. გაეროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ის შეხვდება ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ ან ტყვედ ჩავარდნილი სამოქალაქო პირებისა და ომის ტყვეების ოჯახებს. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვიზიტის ბოლოს, 7 დეკემბერს პრესკონფერენციას გამართავს.