შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - ე.წ „ქურდული სამყაროს“ წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.