რუსმა ოკუპანტებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის ორი თემი „გრადებითა“ და მძიმე არტილერიით რვაჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსები საღამოდან დილამდე ბომბავდნენ ნიკოპოლს „გრადებით“ და მძიმე არტილერიით. დაიბომბა ორი თემი - მარგანეცკაია და კრასნოგრიგორიევსკაია . ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა", - აცხადებს რეზნიჩენკო.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი.