ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა გამოწვეული ნგრევისთვის ფინანსურად უნდა გადაიხადოს . ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი ასევე იმუშავებს ჰააგის სასამართლოსთან რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის. ამასთან ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც დაყადაღებული რუსული აქტივების კონფი სკაციასაც ითვალისწინებს.