საქართველოს პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, ახლადშექმნილი სამსახურის მიზანი კორუფციასთან ბრძოლის ხელშეწყობა და ერთიანი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება იქნება. ოპოზიციამ "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ პროექტს მხარი ისევ არ დაუჭირა და ოპონენტებს კონკრეტული პრეტენზიები წაუყენა.