მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში, ბოლო ტურში ინგლისი უელსს დაუპირისპირდა, ირანი კი აშშ-ს. ჯგუფიდან გამსვლელი მეორე ადგილის დაკავების რეალური შანსი ჰქონდა როგორც ირანს, ასევე აშშ-ს.
ეს ამერიკელებისთვის საკმარისზე მეტი მოტივაცია აღმოჩნდა, ამერიკელებმა პირველი ტაიმი შეტევაში გაატარეს და დაუფასდათ კიდეც – ანგარიში პულიშიჩმა გახსნა, თუმცა გოლის მომენტში ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.
ირანს მთელი მეორე ტაიმი ჰქონდა ერთი გოლის გასაქვითად და პლეი-ოფში გასასვლელად, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად მიზანს ვერ მიაღწია, მატჩი 1:0 დასრულდა და 1/8 ფინალში აშშ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
ინგლისის ნაკრებმა მარტივად სძლია უელსს და მეორე ნახევრის დასაწყისში ერთმანეთის მიყოლებით ორი გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 3:0 დაფიქსირდა.
ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა მარკუს რეშფორდმა, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირთა სამეულს შეუერთდა. 1/8 ფინალში ინგლისის ნაკრები სენეგალს შეხვდება.