"დირსში" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. გუშინდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა - ის ამტკიცებს, რომ არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობა 4 პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს მიაყენა. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა.