"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ანტიკორუფციული ბიუროს საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებები შევიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნების გარდა ანტიკორუფციული ბიუროს ალტერნატიული პროექტი ოპოზიციამაც წარმოადგინა. ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებით მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროექტი ევროკომისიის რეკომენდაციებს ვერ პასუხობს.