ჩინეთში პოლიციამ იმ აქტივისტების დაკავება დაიწყო, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის მიზით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის არაერთ ქალაქში რეგულაციების წინააღმდეგ და ხელისულფების გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციების უმეტესობა შეწყდა, რისი მიზეზიც სამართალმდაცავების მხრიდან დემონსტრაციების ძალადობრივი დარბევა და დაკავებები გახდა. გამოცემა წერს, რომ დაკავებულ აქტივისტები დაკითხეს და მათ მობილურ ტელეფონში განთავსებული მასალები შეამოწმეს. საპროტესტო აქციები ჩინეთში გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ ურუმჩიში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეების განცხადებით, ადამინებმა შენობის დროულად დატოვება გამოცხადებული „ლოქდაუნის“ გამო ვერ შეძლეს.