მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ოპოზიცია ყოფილი პრეზიდენტის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. მათი განმარტებით, ვივა მედის კლინიკის ექიმები პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ხელისუფლების პოზიცია კი უცვლელია. მმართველი გუნდის განმარტებით, მსგავსი შინაარსის განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციაა.