შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის მე-3 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 307 იყო, ჯამში მიმდინარე წლის სამ კვარტალში კი ეს რიცხვი - 1 111-ს შეადგენდა. ეს კი გასული მთლიანი წლის მაჩვენებელს აღემატება. კერძოდ, გასულ 2021 წელს ჯამში, 743 განაცხადი იყო რეგისტრირებული. რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი - 455 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა. თურქეთიდან თავშესაფარი ითხოვა 146 მოქალაქემ; ირანიდან - 123-მმა; ხოლო რუსეთიდან 85 მოქალაქემ.