ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 315 მილიონ 693 ათასი დოლარით შემცირდა, წინა თვესთან შედარებით კი, 106 მილიონ 187 ათასი დოლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 7 მილიარდ 681 მილიონ დოლარს, ანუ დღევანდელი კურსით 21 მლრდ ლარს გადააჭარბა. გასული წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა თითქმის 8 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც მაშინდელი კურსით 25 მლრდ ლარზე მეტი იყო. 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).