აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრებმა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე აზრები გაცვალეს. ამასთან, მინისტრებმა მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაზე თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის კოორდინაციის საკითხები განიხილეს.