გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. მუხთარ ბაბაევმა და ოთარ შამუგიამ ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.