ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში, დაახლოებით, 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოვიდა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა განათლების მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზეც ისაუბრა. როგორც პრემიერი განმარტავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება ახალი ბაღები და დაგეგმილია 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. 1-ელი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება.