დიდი 10-ის მეცხრე ტურში ლელო სარასენსმა არესს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 39:12 გაანადგურა ქუთაისური გუნდი. ლელომ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მე5 წუთზე გიორგი მარგალიტაძემ ლელო დადო, რასაც ყიასაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. თუმცა არესმა სხვაობა მალევე შეამცირა, გუნდის კაპიტნის ბექა ბარდანიძის აქტიურობას ლელო მოყვა. თუმცა ლელო ამ შეხვედრაში არაფრის დათმობას არ აპირებდა და ირაკლი ყიასაშვილმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, ამას ვაჟა მიქაძის ლელო მოყვა, ხოლო თავისი მორიგი შანსი ყიასაშვილმა კვლავ კარგად გამოიყენა და საბოლოოდ სარასენსმა პირველი ნახევარი 17:5 მოიგო. მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმიდან კვლავ გაიტანა, ხოლო მარგალიტაძემ თავისი მეორე ლელო დადო. თავისი ლელოები მიითვალეს ნიკა სვიმონიშვილმა და გიგა გრიგალაშვილმაც , ხოლო არესის მხრიდან თავი ნიკა სირაძემ გამოიჩინა. საბოლოოდ ლელო სარასენსმა ქუთაისის არესი 39:12 დაამარცხეს და მეორე წრის დაწყებამდე 28 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდნენ.