საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 21 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი ესპანეთში, მურსიას შემადგენლობაში ითამაშებს. ანდრონიკაშვილისი ზაფხულამდე აშშ-ში NCAA ლიგაში კრეიტონში გამოდიოდა, თუმცა ევრობასკეტის დაწყების წინ ევროპაში დაბრუნება გადაწვიტა.
ესპანეთი რატისთვის უცნობი ნამდვილად არ არის, აშშ-ში წასვლამდე ანდრონიკაშვილი ბასკონიის აკადემიაში ვარჯიშობდა, ხოლო სან პაბლო ბურგოსის შემადგენლობაში თამაშობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 21 წლის კალათბურთელის გუნდში უკვე არის საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი გამთამაშებელი თად მაკფადენი. რატი მურისას დღეს შეუერთდება და დიდი ალბათობით 3 დეკემბერს ბასკონიასთან გასამართ შეხვედრაში მისი დებიუტიც შედგება.
მურსიას ოფიციალური ტვიტერი რატი ანდრონიკაშვილის ტრანსფერს გამოეხმაურა და წერს, რომ: “ანდრონიკაშვილს პირველ და მეორე ნომრებზე თამაში ერთნაირი წარმატებით შეუძლია და სარგებელი მოაქვს, როგორც დაცვაში, ასევე – შეტევაში. ბოლო პერიოდია, საქართველოს ნაკრებში მუდმივად იძახებენ. ივლისში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ესპანეთთან მატჩში 17 ქულა ჩააგდო და შემდეგ ევრობასკეტზეც ითამაშა”
მურსიას ესპანეთის ჩემპიონატში 4 მოგება და 5 მარცხი აქვს და ისინი მე12 ადგილზე არიან. ამავდროულად ესპანური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოდის და 4 დან 3 გამარჯვებით ჯგუფში პირველ ადგილზეა.