ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატის პოლიციამ 200 კილოგრამი გამოძიების შედეგად ამოღებული მარიხუანის განადგურებაში ვირთხებს დააბრალა. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, სასამართლომ სამართალდამცველებს ნარკოდანაშაულის საქმეებს განხილვისას მტკიცებულებების წარდგენა სთხოვა, როდესაც პოლიციელებმა მოსამართლეს შეატყობინეს, რომ 195 კილოგრამი მარიხუანა მღრღნელებმა გაანადგურეს.კიდევ ერთი საქმის განხილვისას, რომელშიც 386 კილოგრამი მარიხუანა ფიგურირებდა, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ვირთხებმა ნარკოტიკის „ნაწილი“ შეჭამეს. მოსამართლე სანჯეი ჩოდჰარის თქმით, შტატში მოქმედ პოლიციის განყოფილებებში 700 კილოგრამი ჩამორთმეული მარიხუანა ინახება და თითოეულ გრამს ვირთხების მხრიდან საფრთხე ემუქრება.მისი თქმით, პოლიციელებს ასეთ შემთხვევებთან გამკლავების გამოცდილება არ აქვთ, რადგან ვირთხები „ძალიან ჭკვიანები“ არიან და მარიხუანის ასეთი „უშიშარი თაგვებისგან“ გადასარჩენად ერთადერთი საშუალება ნარკოტიკის აუქციონზე გატანაა, სადაც მის შეძენას კვლევითი ლაბორატორიები და სამედიცინო ფირმები შეძლებენ.„ვირთხები პაწაწინა ცხოველები არიან და პოლიციის არ ეშინიათ. ნარკოტიკების მათგან დაცვა რთულია“, - განაცხადა მოსამართლემ.2017 წელს, ინდოეთის სხვა შტატში - ბიჰარში, პოლიციელებმა ვირთხებს ათასობით ლიტრი ალკოჰოლის დალევა დააბრალეს. შემთხვევამდე 1 წლით ადრე შტატში ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება აიკრძალა.